Monday, 7 June 2010
ავსტრალიის ზოგადი მიმოხილვა
ავსტრალიის კონტინენტი მდებარეობს სამხრეთ ნახევარსფეროში.იგი გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 3200 კმ-ზე,სამხრეთ განედი 10.41-დან(იორკის კონცხი) სამხრეთ განედი 39.11-მდე(სამხრეთ აღმოსავლეთის კონცხი). დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 4100 კმ-ზე,აღმოსავლეთ გრძედი 113.05 (სტიპ-პოინტის კონცხი) აღმოსავლეთ გრძედი 153.34(ბაირონის კონცხი). დასავლეთით და სამხრეთით აკრავს ინდოეთის ოკეანე,აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით -წყნარი. საზღვაო საზღვარი აქვს 34 218 კმ. გარშემო აკრავს ტასმანიის, მარჯნის, ტიმორისა და არფუსის ზღვები. ფართობი დაახლოებით 7631 ათასი კვ.კმ. ტასმანიის, მელვილის, კენგურუსა და კიდევ სხვა პატარა კუნძულების ჩათვლით 7704 ათასი კვ.კმ. ავსტრალია არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც უჭირავს მთლიანი კონტინენტი, დედაქალაქი - კანბერა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment