ავსტრალიის ფლორა და ფაუნა გამოირჩევა უნიკალური სახეობების მრავალფეროვნებით. აქ არსებული ძუძუმწოვრების 83 %, მწერების და თევზების 89 %, ამფიბიების 93 % და მრავალი სხვა წარმოადგენს ავსტრალიის ენდემურ სახეობებს. ამოს მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს კონტინენტის ხანგრძლივი იზოლაცია და კლიმატის იშვიათი ცვლილება.
ძუძუმწოვრებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ ჩანთოსნები. დათვლილია, რომ ავსტრალიაში 200 ათასი ცხოველის ჯიში არსებობს, რომლეთა 96 % უხერხემლოა. ავსტრალიის წყლებში 4000-ზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობს, რომლის 90 % ენდემურია. აქ ,ცხოვრები 800-ზე მეტი სახეობის ფრინველიდან 350 სახეობა ავსტრალიის, ახალი გვინეისა და ახალი ზელანდის ენდემებია.
ჩანთოსნებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია კენგურუ და ჩანთოსანი დათვი-კოალა.აქ მრავალი სახეობის კენგურუ ბინადრბს, მათ შორის არიან როგორც ჯუჯა, კურდღლისხელა კენგურუები, ასევე გიგანტურები, რომელთანახტომიხშირად 15 მეტრამდე აღწევს. საიტერეოა ასევე კენგურუს სახელის წარმოშობის ისტორიაც: როდესაც კოლონიზატორებმა ავსტრალიის ტერიტორიაზე პირველად დაადგეს ფეხი და კენგურუ დაინახეს, გაუჩნდათ კითხვა , თუ რა იყო ეს უცნაური ცხოველი. როცა მათ აბორიგენებს მიმართეს კითხვით, მათი პასუხი იყო შემდეგი: "can go ro" , რაც აბორიგენების ენაზე ნიშნავდა? "ჩვენ თქვენი არ გვესმის" . კოლონიზატორებმა ეს მიიღეს როგორც ცხოველის სახელი.
არანაკლებ საინტერესო სხოველია ასევე ჩანთოსანი დათვი- კოალა, იგი გარეგნულად მართლაც გავს დათვს. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ-მდე აღწევს, წონა 16 კგ-მდე. იგი მხოლოდ რამოდენიმე სახეობის ევკალიპტით იკვებება და ასეთი სახეობის ევკალიპტების გაჩეხვისა და კოალებზე ნადირობის გამო მათი რიჩხვი გასული საუკუნის მეორე ნახევარში ძალიან შემცირდა. თუმცა ახლა სპეციალური კანონის მიხედვთ მასზე ნადირობა აკრძალულია და ინტენსიურად მიმდინარეობს მისი საკვები ევკალიპების განაშენიანება, რის შედეგადაც მათმა რიცხვმა საგრძნობლად იმატა.