ავსტრალიის კლიმატი

ავსტრალია კლიმატურად იმავე სარტყელში მდებარეობს, რომელშიც სამხრეთ აფრიკა, მაგრამ აქ ტემპერატურა გაცილებით უფრო მაღალია და ნელაქებიც შედარებით მცირე რაოდენობით მოდის. განსხვავება განპირობებულია კონტინენტის დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დიდი გაფენილობთ, რის შედეგადაც კონტინენტური ჰავა ყალიბდება. გარდა ამისა დიდ როლს თამაშობს ასევე რელიეფიც, აქ კონტინენტის სიმაღლე სამხრეთ აფრიკასთან შედარებით გაცილებით დაბალია.
ჩრდილოეთი ავსტრალია სუბტროპიკულ სარტყელშია,სადაც ეკვატორული ტენიანი ჰაერის მასები განაპირობებს ზაფხულობით დიდი რაოდენობით ნალექების მოსვლას. ზამთარში აქ ძირითადად ტროპიკული მშრალი ჰაერის მასწბია, რაც იწვევს რაოდენობის მკვეთრ ვარდნას. კონტინენტის ძირითადი ნაწილი ტროპიკულ სარტყელშია, რომლის აღმოსავლეთ პერიფერიაზე გამოიყოფა მუსონურ-პასატური ტენიანი ჰავის ოლქები, ხოლო ცენტრალურ და დასავლეთ პერიფერიაზე მშრალი ავის ოლქები. ავსტრალიის დიდი წყალგამყოფი ქედი ცენტრალური ავსტრალიისკენ მიმავალი ჰაერის მასების ბარიერად გვევლინება, იგი მთლიანად აკავებს ტენიან მასებს, რის გამოც დასავლეთ კალთებზე ნალექების რაოდენობა ძალიან მაღალია, ხოლო აღმსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ნალექების რაოდენობა მხოლოდ 200 მმ-ს აღწევს. ვაკე რელიეფისა და სანაპირო ხაზის სუსტი დანაწევრების გამო ნათლად არის გამოხატული ჰორიზონტალური ზონალურობა. სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილის დიდი ტერიტორიები უდაბნოებსა და სავანეებს უკავიათ. სიმაღლებრივი ზონალურობა ნათლადაა გამოხატული ავსტრალიის ალპებში.