ავსტრალიის სახელმწიფო წყობა და დემოგრაფია

დღესდღეობით ავსტრალიის სახელმწიფო წყობა არის კონსტიტუციური მონარქია-ფედერალური საპარლამენტო სახელმწიფო. სახელმწიფოს მეთაური 1952 წლიდან არის დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, რომელსაც ავსტრალიაში წარმოადგენს ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორი. მთავრობის მეთაურია ჯონ უინსტონ ჰოვარდი 1996 წლიდან.
ავსტრალიის პარლამენტი შედგება ორი პალატისგან:---წარმომადგენლობითი პალატისგან და სენატისგან. წარმომადგენლობით პალატაში სამი წლის ვადით 150 დეპუტატს ირჩევენ. სწორედ ამ პალატის წარმომადგენელი დეპუტატი ხდება ხმათა უმრავლესობით პრემიერ მინისტრი, რომელიც სათავეში უდგება ავსტრალიის მთავრობას. ყოველი შტატი 12 სენატორით არის წარმოდგენილი, უფრო წვრილი ტერიტორიული ერთეულები კი 2-2 სენატორით. სენატორთა არჩევის ვადა ექვსი წელია.
ავსტრალიაში არის ექვსი შტატი: ახალი სამხრეთი უელსი, კუინზლენდი, სამხრეთი ავსტრალია,ტასმანია, ვიქტორია და დასავლეთ ავსტრალია, და ორი მთავარი ტერიტორია: ჩრდილოეთი ტერიტორია და ფედერალური ტერიტორია. თითოეულ შტატს და ტერიტორიას აქვს საკუთარი საკანონმდებლო ხელისუფლება- ერთპალატიანია კუინზლენდში, ჩრდილოეთ ტერტორიასა და ფედერაკურ ტერიტორიაში, ხოლო ორპალატიანია ახალ სამხრეთ უესში, სამხრეთ ავსტრალიაში, ვიქტორიაში, დასავლეთ ავსტრალიასა და ტასმანიაში. შტატები არიან სუვერენული.
ავსტრალიის მოსახლეობის დინამიკაში მნიშვნელოვანია მიგრაციის როლი. მეორე მსოფლიო ომმა დიდი როლი შეასრულა ავსტრალიის მოსახლეობი დინამიკაში, მანამე ამისი მოსახლეობა დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. ავსტრალიის მოსახლეობას ძირითადად დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსახლებული ხალხი ან მათი შთამომავლები შაეადგენდნენ. დღეს სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. სიმჭიდროვის მიხედვით ავტრალიას ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში, ხოლო ურბანიზაციის დონე ერთ-ერთი ყველაზ მაღალი. საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს ორ ადამიანს ერთ კვადრატულ კმ-ზე. მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან აღსანიშნავია სამხრეთ დასავლეთი და სამხრეთ აღ მოსავლეთი ავსტრალია, მაშინ, როცა ცენტრალური ტერიტორია დაუსახებელია ჭაობებისა და უდაბნოების გამო.
2006 წლის აღწერის შედეგად ავსტრალიის 22 მილიონიანი მისახლეობის 37.13 პროცენტი საკუთარ წინაპრად ავსტრალიელ აბორიგენებს თვლის, ინგლისელებს 31.65, ირლანდიელებს 9.08, შოტლანდიელებს 7.56, იტალიელებს 4.29, გერმანელებს 4.09, ჩინელებს 3.37 და ბერძნებს 1.8 .