ავსტრალიას ოფიციალური რელიგია არ აქვს. 2006 წლის აღწერით მოსახლეობის 64 % იყო ქრისტიანი, მათ შორის 26 % კათოლიკე, ხოლო 16 % ანგლიკანები. მოსახლეობის 19 % იყო ათეისტი და დღესდღეობთ ამ ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე ზრდად ჯგუფს წარმოადგენენ.
ქრისტიანების შემდეგ ყველაზე დიდ რელიგიურ ჯგუფს ბუდისტები შეადგენენ (2.1 %), შემდეგ ისლამისტები(1.7 %) და ინდუისტები () 0.8 %.12 %-მა უარი განაცხადა რელიგიის დასახელებაზე.
ავსტრალიის ოფიციალური ენა ინგლისურია.მისთვის დამახასიათებელია ავსტრალიური აქცენტი და ლექსიკონი, თუმცა დიალექტიზმი ნაკლებად იგრძნობა. გარმატიკა და მართლწერა დაფუძნებულია ბრტანულ ინგლისურზე. გარდა ინგლისურისა, ქ ასევე ლაპარაკობენ ჩინურ, იტალიურსა და ბერძნულ ენებზეც.
ცნობილია,რომ სანამ კოლონიზატორები ავსტრალიის მიწაზე ფეხს დაადგამდნენ, არსებობდა 200-300 ავსტრალიური აბორიგენული ენა. მათგან მხოლოდ 70-ღა გადარჩა, რომელთა უმეტესობას სალაპარაკოდ მხოლოდ მოუცებიღა იყენებენ. 18 აბორიგენული ენა არის ისეთი, რომელზეც ახალგაზრდებიც ლაპარაკობენ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი და აბორიგენული ენებისა, ავსტრალიას აქვს ნიშნების ცნობილი ენა "აუსლანი", 6500 მუნჯი ლაპარაკობს.
სკოლაში დასწრება სავალდებულოა მთელ ავსტრალიაში. როგორც წესი აქ 5-6 წლის ასაკის ბავშვები მიდიან სკოლაში და გადიან განათლების 11 წლიან სავალდებულო კურსს. შემდეგ მათ შეუძლიათ დამატებით ისწავლონ მე-12 და მე-13 კლასებიც. აქაური განათლების დონე შეფასებულია მსოფლიოში მე-8 ადგილით. ავსტრალიის მოსახლეობას შორის, რომელთა ასაკიც 25- 64 წლებს შორისაა, დაახლოებით 60 5-ს აქვს პროფესიონალური და მესამეული კვალიფიკაცია მიღებული და მესამეული კურსდამთავრებულების მაჩვენებელი ერთ-ერთი მაღალია მსოფლიოში (51 %).